გაკვეთილის თემა
|
სამკუთხედის კუთხეების ჯამი
|
საგანი
|
მათემატიკა–მასწავლებელი თამარი კოკაია
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო / კლასი– VIII
მოსწავლეთა რაოდენობა:27
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
|
გაკვეთილის მნიშვნელობა, აქტუალობა.
|
თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების განვითარება. საკუთხედის
თვისებების გამოყენება ამოცანების ამოხსნისას. გეომეტრიული დებულებების მართებულობის
დასაბუთება
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მათ.VIII.8 მოსწავლე შეძლებს ფიგურათა თვისებების გამოყენებას
ფიგურათა კლასიფიცირებისათვის და მათი სახეობების შესადარებლად
მათ.VIII.9 მოსწავლე შეძლებს ფიგურისა და მისი ელემენტების
ზომების მოძებნას.
მათ.VIII.10 მოსწავლე შეძლებს გეომეტრიული დებულებების მართებულობის
დასაბუთებას
|
გამოყენებული აქტივობები (მეთოდები)
|
გონებრივი იერიში, კითხვა–პასუხი, პრეზენტაცია
|
ორგანიზების ფორმა
|
ჯგუფური
|
წინასწარი ცოდნა
|
სიბრტყეზე წრფეთა ურთიერთგანლაგების შემთხვევები, წრფეთა პარალელურობის
ნიშნები, პარალელურ წრფეთა აქსიომა, შიგა ჯვარედინა და შიგა ცალმხრივად მდებარე კუთხეები.
სამკუთხედების კლასიფიკაცია.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მომდინარე, შემაჯამებელი.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, ფორმატი, ფერადი ფურცლები, მარკერები, მაკრატელი, სახაზავი,
ფანქარი, წებო, ფურცლები,პროექტორი, სკანერი, ციფრული აპარატი, ვიდეო კამერა
|
გაკვეთილის მსვლელობა, მენეჯმენტი.
|
აქტივობა I. გონებრივი იერიში (5 წთ.)
·
სიბრტყეზე ორი წრფის ურთიერთგანლაგების რამდენი შემთხვევა
არსებობს?
·
შეიძლება თუ არა სხვა შემთხვევებიც გვქონდეს? მაგალითად,
ორ წრფეს ორი ან სამი საერთო წერტილი ჰქონდეს?
·
რა არის აქსიომა?
·
რა არის თეორემა?
·
ჩამოაყალიბეთ პარალელურ წრფეთა აქსიომა
აქტივობა II. ინფორმაციის მოძეიბა ბერძენ–მათემატიკოს
ევკლიდეზე (5წთ.)
აქტივობა III. კითხვა–პასუხი (5წთ.)
·
როგორია შიგა ჯვარედინა და შიგა ცალმხრივად მდებარე
კუთხეები? მოსწავლეები მსჯელობენ და პროექტორზე ანახებენ ამ კუთხეებს, საუბრობენ
მათ თვისებებზე.
·
რა არის სამკუთხედი?
·
როგორია სამკუთხედების კლასიფიკაცია გვერდებისა და
კუთხეების მიხედვით? განიხილავენ ყველა შემთხვევას
აქტივობა IV.
·
სამივე
ჯგუფს ეძლევათ სხვადასხვა სამკუთხედები სადაც უნდა გაზომონ სამკუთხედის კუთხეები
ტრანსპორტირის გამოყენებით და გააკეთონ პრეზენტაცია (6წთ.)
·
სამივე ჯგუფს ეძლევათ სხვადასხვა ზომის სამკუთხედები,
რომლებიც უნდა გამოჭრან და დაალაგონ სიბრტყეზე ისე, რომ სამკუთხედის სამივე კუთხე
ერთ წერტილში მოიყაროს თავი. გააკეთონ პრეზენტაცია (8წთ.)
აქტივობა V. კითხვა–პასუხი:
(6წუთი)
·
დებულების სამართლიანობისათვის საკმარისია თუ არა
მხოლოდ საზომი ხელსაწყოების გამოყენება?
·
შეიძლება თუ არა ფიგურის თვისების აღმოჩენა მისი მოდელის
გამოყენებით?
·
შეიძლება თუ არა საზომი ხელსაწყოებით ფიგურის რაიმე
თვისების შესახებ ვარაუდების გამოთქმა?
·
დებულების სამართლიანობის დადგენის რომელი ხერხია
უფრო სარწმუნო: დასაბუთების გზით მიღებული თუ საზომი ხელსაწყოების გამოყენებით?
აქტივობა VI.
მასწავლებელი მოსწავლეებთან
ერთად დაფაზე ამტკიცებს სამკუთხედის გარე კუთხის თვისებას. ამის შემდეგ სამივე ჯგუფს
ეძლევა ამოცანები, სადაც უნდა იპოვონ სამკუთხედის უცნობი ელემენტები. აკეთებენ პრეზენტაციებს.
(5წუთი)
აქტივობა VII.
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს
და მოსწავლეებთან ერთად აკეთებს სავარჯიშოს: „სწორია თუ არა რომ“ (5წუთი)
შედეგები: მოსწავლეებმა
შეძლეს
·
ფიგურათა თვისებების გამოყენება ფიგურათა კლასიფიცირებისათვის
და მათი სახეობების შესადარებლად.
·
ფიგურისა და მისი ელემტების ზომების მოძებნა.
·
გეომეტრიული დებულებების მართებულებობის დასაბუთება.
|
გაკვეთილი–დისკუსია მოსწავლეებს უვითარებს:
|
·
საკუთარი აზრის აქტიურად გამოხატვის უნარს.
·
მასალის მოძიების, დახარისხების, კვლევის, ანალიზის
უნარებს.
·
კრიტიკულ აზროვნებას.
·
სხვათა აზრის გათვალისწინების და კონსესუსის უნარს.
·
კომუნიკაციის უნარებს.
|
დავალება
|
პარაგრაფის ბოლოს მოთავსებული ტესტები, ამოცანები. №15-17-18-19-23
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment